,,დილას" გულშემატკივრები ,,ტორპედოსთან" მიღწეულ ფრეს მსაჯის დამსახურებად მიიჩნევენ
crystalbet-ის ეროვნული ლიგის 25-ე ტურზე გორის ,,დილა" საკუთარ სტადიონზე ქუთაისის ,,ტორპედოს" შეხვდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

შეხვედრის დასრულებამდე მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები ფლანგზე მყოფ მსაჯს სხვადასხვა შეძახილებით ამკობდნენ. ,,დილას" ფანები თვლიდნენ, რომ მსაჯი არასამართლიანად იქცეოდა. 

მატჩში ანგარიში მე-13 წუთზე ,,დილამ" გახსნა. სანტოსის პასი ლევან ნონიკაშვილმა გამოიყენა. ,,ტორპედომ" ანგარიში 25-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო 36-ე წუთზე კიდევ ერთი გოლით დაწინაურდა. რაც შეეხება მეოთხე გოლს, გორის ,,დილას" ფეხბურთელმა გიორგი კუციამ გაიტანა.

ვიდეო: გულშემატკივრების დამოკიდებულება მსაჯის მიმართ





ლიგის შედეგები ასეთია:



იხ. ამავე თემაზე:

,,დილა" - ,,ტორპედოს" თამაშის დროს მინდორში შავი ცუგა შევარდა (VIDEO)
Print

სტატიის გამოყენების პირობები