გორში ,,ჯიპი" გააჩერეს და მისი მძღოლი ნარკოდანაშაულის ფაქტზე დააკავეს
35-წლამდე ასაკის მამაკაცი სანაპიროზე, გორის ციხის ძირში დააკავეს. ჩხრეკა თითქმის 3 საათი გრძელდებოდა. ნივთიერება მანქანიდან ამოიღეს.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ,,ჯიპის" მძღოლი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს.

,,აღნიშნული ნივთირება გამოსაკვლევად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაიგზავნა. რაოდენობაც და ნივთირების ზუსტი სახეობა დადგინდება" - აცხადებენ შსს-ს პრეს-სამსახურში.

გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გადაზიდვას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები