გორში, სტალინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსიდან პოლიცია და
სასწრაფო გამოიძახეს.
საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟის წევრები
ჩხუბის მონაწილეებს და იმ ადამიანს ეძებდნენ, ვინც 112-ზე დარეკა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრმა ტელეფონით
,,ზემდგომს" აცნობა, რომ იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც ჩხუბის შესახებ
112-ზე დარეკეს.
,,ვარკვევთ დეტალებს" - გვიპასუხეს პოლიციელებმა. ,,თქვენ ხართ ზარის
ავტორი?" - გვითხრა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებმა.
,,რამე მოხდა?" - ასევე გვკითხა ერთ-ერთმა მცხოვრებმა პირველი
სართულის აივნიდან.
პოლიციელებმა ცოტა ხანში ძებნა მიმდებარე კორპუსის ეზოებში და ქუჩებში
დაიწყეს. სამართალდამცველთა ერთმა ნაწილმა კი, მეორე სართულზე
მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი გამოკითხეს: ის უმტკიცებდა, რომ ფაქტის
შესახებ არაფერი იცის.
საბოლოოდ, გაირკვა, რომ ჩხუბი ახლობლებს შორის მოხდა. გამოძიება 126-ე
მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები