ქორდში ჯალაბაძეების სახელობის საჭიდაო ტურნირი გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში არმაზ და მიშა ჯალაბაძეების ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.

ტურნირზე ტიტულოვანმა ქართველმა მოჭიდავეებმა მოიყარეს თავი. ჯალაბაძეების სახელობის შეჯიბრი ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება.

60 კგ. წონით კატეგორიაში შედეგები:


1. გურამ გასიტაშვილი.2.გურამ ზაკუტაშვილი3. ვახო მეტივიშვილი. 70კგ 1..თემურ ნოზაძე, 2. გიორგი იანტბელიძე, 3.შალვა გაზაშვილი.

80 კგ. წონით კატეგორიაში შედეგები:

1. გიორგი კაციაშვილი.2.ზაურ გაგნიძე,3.გიორგი დიდებაშვილი

90 კგ. წონით კატეგორიაში შედეგები:


1. გიორგი პაპუნაშვილი,2.პაატა ღვინიაშვილი,3.ნიკა სიდამონიძე.

აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ერთმანეთს უძლიერესი მოჭიდავეები შეხვდნენ. პირველი ადგილი ონისე ბუღაძემ არავის დაუთმო და ფულად პრიზთან ერთად ცხვარიც აიღო.

1. ონისე ბუღაძე. 2. ბექა ბერძენიშვილი. 3. პაატა ღვინიაშვილი.

არმაზ და მიხეილ ჯალაბაძეების შესახებ

ღონისძიება, წარმოშობით ამავე სოფლის მკვიდრი ბიძაშვილების, აწ გარდაცვლილი მიხეილ და არმაზ ჯალაბაძეების ხსოვნას მიეძღვნა.

მიხეილ ჯალაბაძის ძმა, გივი ჯალაბაძე, ყოველწლიურად, ტურნირის სპონსორია. შეჯიბრებას ორგანიზებას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ჭიდაობის ფედერაცია უწევს.

მიხეილ ჯალაბაძე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი იყო, ხოლო, არმაზ ჯალაბაძე - საქართველოს ჩემპიონი.

ღონისძიება გაიმართება ოთხ წონით კატეგორიაში (65 კგ,75 კგ, 85 კგ) და აბსოლუტურში. ფალავნებს გამარჯვება, ტურნირის დასასრულს, გორის მერის კანდიდატმა კოტე თავზარაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ მიულოცეს.

იხ. ვიდეო: ტურინირი 2017 წელს

Print

სტატიის გამოყენების პირობები