ატენში, რაზმათის ხეობაში ძლიერი ხანძარია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში qartli.ge-ს
განუცხადეს, ცეცხლი წიწვოვან ხეებზეა გავრცელებული.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან
საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურმა, „112“-დან მიიღო ინფორმაცია, შიდა ქართლში, ატენში,
რაზმათის ხეობაში არსებული ძლიერი დაკვამლიანების და ღია ცეცხლის
შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე გავიდნენ გორის
სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები. ასევე, დამატებითი ძალების
მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა
რეგიონებიდან. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა
სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი“, - აცხადებენ საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოში.
იხ. ამავე თემაზე:
ტანას ხეობაში
რაზმათის მთაზე ხანძარი ლოკალიზებულია
(PHOTO/VIDEO)
სტატიის გამოყენების პირობები