შიდა ქართლის საჯარო სკოლებიდან საპენსიო ასაკის 439 პედაგოგი მიდის
საქართველოს მთავრობის შეთავაზებას შიდა ქართლიდან 439 პედაგოგი დათანხმდა.

ეს პედაგოგები სახელმწიფოსგან 2 წლიან კომპენსაციას მიიღებენ და საგანმანათლებლო სისტემიდან წავლენ.

ინფორმაცია Qartli.ge-ს მუნიციოპალიტეტების რესურსცენტრებიდან მიაწოდეს.

რეგიონის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე ბევრი პედაგოგი გორის სკოლებიდან მიდის, მათი რაოდენობა 215-ია.

„სკოლებმა ვაკანსიები უკვე გამოაცხადეს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პედაგოგების დაინტერესება უკვე არის და ვაკანტურ ადგილებზე მალე დაინიშნებიან ახალი ოპედაგოგები,“- აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.

73-მა პედაგოგმა გამოთქვა სურვილი ქარელის მუნიციპალიტეტიდან, რომ მთავრობის შეთავაზებას დათანხმებოდა.

ამის შემდეგ, გორის მსგავსად, ვაკანსიები ქარელის საჯარო სკოლებმაც გამოაცხადეს.

76 მასწავლებელი წავიდა სისტემიდან კასპის მუნიციპალიტეტში.

რაც შეეხება ხაშურს, სკოლებს 75 პედაგოგი ტოვებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები