შემოდგომიდან, ყველა პედაგოგს, რომელსაც მინიმუმ 15 საგაკვეთილო
სტატუსი გააჩნია, 150 ლარით მეტ ხელფასს აიღებს. ამის შესახებ დღეს
პრეზიდენტის საცერემონიო სასახლეში შეკრებილ მასწავლებლებს
განუცხადეს.
სასახლეში პრემიერ-მინისტრმა მიღება, განათლებისა და მეცნიერების
მინისტრთან ერთად, გამართა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ
ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ სახელფასო 20%-იანი ცვლილებები სკოლების
დირექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ მუშაკებსაც
შეეხება.
,,პირველი სექტემბრიდან რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და
თანამშრომლებს ეზრდებათ ხელფასი მინიმუმ 150 ლარით“, - განაცხადა
ბატიაშვილმა.
რაც შეეხება იმ პედაგოგებს, რომლებსაც 15 საათზე ნაკლები დატვირთვა
აქვთ, ხელფასი 100 ლარით გაეზრდებათ.
კატეგორიების მიხედვით, ცვლილებებია უფროს, წამყვან და მენტორ
მასწავლებელთა ანაზღაურებაშიც, კერძოდ:
უფროსი მასწავლებელი - საათობრივ დანამატთან ერთად 1011 ლარი;
წამყვანი მასწავლებელი - 1435 ლარი,
მენტორი მასწავლებელი - 1 745 ლარს.
,,მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში ანაზღაურება კიდევ უფრო მეტი
იქნება“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მასწავლებლებისთვის
ხელფასების მომატება 2022 წლის ჩათვლით გაგრძელდება.
„პედაგოგების ანაზღაურების ზრდის ტენდენცია ყოველწლიურად გაგრძელდება
და 2022 წლისთვის უფროსი მასწავლებლის ანაზღაურება იქნება 1700 ლარი,
წამყვანის - 2135, ხოლო მენტორის - 20445 ლარი“, - განაცხადა მიხეილ
ბატიაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები