გორში, სადგურის დასახლებაში, ახლადაშენებულ ფერისცვალების ტაძარს
მოოქროვილი ზარი შესწირეს.
ზარი ტაძარს ბიზნესმენ ზაურ საგანელიძის მეუღლემ, რუსუდან გარდაფხაძემ
შესწირა.
ამის შესახებ ინფორმაციას გორისა და ატენის ეპარქია, საკუთარ ფეისბუკ
გვერდზე ავრცელებს.
„26 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნის დღეს, გორისა და
ატენის მიტროპოლიტ ანდრიამ აკურთხა ფერისცვალების ტაძრის სამრეკლო და
ახლი ზარი. ზარი შემოწირულ იქნა ქ-ნ რუსუდან გარდაფხაძის
მიერ,“-ნათქვამია სამადლობელ წერილში.
გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით,
აღნიშნული ტაძრის მშენებლობაში საგანელიძეებს დიდი წვლილი აქვთ.
„ეკლესიის მშენებლობას ზაურ საგანელიძემ საკმაოდ დიდი თანხები
შესწირა. საერთო თანხის დაახლოებით 70% , ასევე მშენებლობის პროცესშიც
აქტიურად იყო ჩართული. ეკლესიის მშენებლობის იდეა მე მეკუთვნის,
ტერიტორია იმ დროინდელმა ხელისუფლებამ გამოგვიყო, რათა ტაძარი
აშენებულიყო. ზაურის მეუღლემ ეკლესიას მოოქროვილი ჯვარი შესწირა,
რომლის სავარაუდო ღირებულება 1 200-1 300 ამერიკული დოლარია. ეკლესიის
ბაზაზე უნდა გაკეთდეს სასწავლებელი, სადაც ახალგაზრდები ხელსაქმეს
შეისწავლიან. ამ ყველაფრის მიზანია, მომავალი თაობა მოვწყვიტოთ
ქუჩას,“- აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დავით რაზმაძე.
სტატიის გამოყენების პირობები