დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ქართული პოლიციის ორი საგუშაგოს გახსნას აპროტესტებს
ოკუპირებულ სოფელ წნელისთან, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცს, ხოლო დასავლეთით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ემიჯნება, პოლიციის საგუშაგო შენდება. ამის შესახებ საპროტესტო განცხადებას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა ავრცელებს.

სააგენტო ,,რესის" ცნობით, ცხინვალში ფაქტს პროვოკაციად აფასებენ. ,,რესის" ცნობით, ქართული პოლიციის საგუშაგო საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევთანაც შენდება.

”საგუშაგოები საზღვართან ახლოს შენდება. თუ მცირე შეტაკება მოხდება, ეს კვლავ გამოიწვევს კონფლიქტს და სიტუაციის გამწვავებას, რაც სერიოზულად საფრთხეს უქმნის ამიერკავკასიის უსაფრთხოებას”, - თქვა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა დრიაევმა.

ქართული მხარე კომენტარს არ აკეთებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები