ხაშურში სპორტსმენებს ვიტამინების შესაძენად გათვალისწინებული თანხები მოუხსნეს
ხაშურში, სპორტსმენებს ვიტამინების შესაძენად გათვალისწინებული თანხები მოუხსნეს.

გადაწყვეტილება საკრებულოს დეპუტატებმა ბოლო სხდომაზე მიიღეს.

საკრებულოს განკარგულების წერილის მიხედვით, 1000 ლარი, რომელიც მოქმედი წარმატებული სპორტსმენების, საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით (ვიტამინი) უზრუნველყოფისთვის იყო გათვალისწინებული, სხვა მულხლში გადავიდა.

გარდა ამისა, განკარგულების ბარათში ნათქვამია:

,,სხვადასხვა ასაკობრივი საფეხბურთო გასვლითი ჩემპიონატების მუხლებიდან 4000 ლარი, ქართული ჭიდაობის ტურნირების მუხლიდან 20 ლარი და სამბოს ტურნირების მუხლიდან 42 ლარი გადავიდეს 2018-2019 წელს სპორტის სფეროში გამორჩეული მოღვაწეებისათვის და საერთაშორისო და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ტურნირებში ხაშურის სახელით მოასპარეზე სპორტსმენების მიღწევებისათვის დაჯილდოვების ხარჯების და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში ფასიანი საჩუქრების გადაცემის მუხლებში, პროგრამის ბიუჯეტი კვლავ განისაზღვროს 237 800 ლარით,“-წერია ბარათში.

ცნობისთვის, ხაშურელი პორტსმენების ვიტამინებისთვის თანხა საკრებულომ 2018 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე გამოყო.

სპორტული ვიტამინების ფასი ქართულ ბაზარზე 13 ლარიდან იწყება და 110 ლარამდე მერყეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები