„ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი გაგვიწევს ჩვენ დედობას. იმიტომ, რომ
შეუძლებელი არის დედისათვის, არ ისმინოს მან სავედრებელი, მის მიმართ
აღვლენილი,“-ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ
წუხელ ღამით, ატენის სიონში, ქადაგებისას ისაუბრა.
,,ყველა დედამ იცის, რა შეიძლება უჭირდეს ბავშვს, ის არ არჩევს მისი
შვილი, სხვისი შვილი. მან იცის, რა შეიძლება სტკიოდეს ბავშვს და,
წუხული ბავშვის ტკივილზე, ვისაც განუცდია დედობის გრძნობა, ეს წუხილი
ისეთივე აქვს, როგორც საკუთარ შვილზე. შეიძლება ისე ვერ
გულშემატკივრობს, ისე ვერ განიცდის მაგრამ, ხედავს რა, სხვისი შვილის
წუხლისაც, ამაზე წუხს, რამეთუ მან იცის საკუთარი შვილი თუ როგორ წუხს,
როგორ სტკივა მას. მას ეს ზეპირი სწავლებით არ ესწავლება, მან ეს იცის
გამოცდილებით და მზად არის, რომ დაეხმაროს, უშველოს, მზად არის
შეწუხდეს. ასე იქცევა ყველა ქალი, რომელსაც აქვს ბედნიერება იყვეს
დედა. ყოვლად წმინდა ღვთისმშობელიც დედობას გვიწევს ჩვენ, ის იზიარებს
ჩვენს ტკივილს, იზიარებს ჩვენს არასწორ ქმედებაზეც პასუხისმგებლობას
და ევედრება ღმერთს, ღმერთმა შეგვინდოს ჩვენ, ჩვენი ცოდვა და
ურჯულოება. ევედრება ღმერთს, რომ დააყოვნოს და დააყენოს თავის
რისხვაში ჩვენს მიმართ, ჩვენი ცოდვების და ურჯულოების გამო. ამგვარი
არის დედაღვთისმშობლის მეოხება ჩვენ, ცოდვილთათვის, ქრისტიანეთა
მოდგმისათვის. და ამიტომაც, დღევანდელ დღეს, განსაკუთრებულად და სხვა
დროსაც უნდა გვახსოვდეს და არ უნდა დაგვეზაროს ყოვლადწმინდა
ღვთისმშობელისათვის ლოცვის აღვლენა,“-აღნიშა მეუფემ.
მან ასევე მრევლს მიმართა და მოუწოდა, რომ ღვთისმშობელზე დილით,
მესამე ლოცვაც წაიკითხონ.
,,ყოველდღიურად ჩვენ, დილის ლოცვაში ვამბობთ:
„ღვთის მშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ,“
ასევე ვამბობთ:
,,ზესთან მბრძოლისა, ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა,“
და ამასთან ერთად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა წარმოვთქვათ, რამდენჯერაც
გაგვახსენდება:
,,ყოვლად წმინდაო ღვთის მშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნე
ჩვენ,“-განაცხადა მეუფემ.
სტატიის გამოყენების პირობები