ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (81 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს
მედლის მფლობელია. ძიუდოს კლუბ ,,გოლდენ გორის" წევრმა წარმატებას
დღეს ტოკიოში მიაღწია.
მაისურაძემ 7–დან 6 შეხვედრა მოიგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ფალავანმა
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ირანელი საიდ მოლაეი დაამარცხა.
სტატიის გამოყენების პირობები