შსს ოკუპირებულ სოფელ წნელისთან მოწყობილი საგუშაგოს დაშლას კვლავ არ აპირებს
საქართველოს შსს სამინისტროს წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისთან მოწყობილი საგუშაგო არ დაშალეს.

აღნიშნული მოთხოვნა დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ეგორ ყოჩიევმა გუშინ ერგნეთში დააყენა.

ამის შესახებ კი, ერგნეთში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ამცნო, რომლის მიხედვითაც, ქართველ სამართალდამცველებს საგუშაგო დღეს დილის 6 საათამდე უნდა აეღოთ.

ხაშურის მერის წარმომადგენელი სოფელ წაღვლში Qartli.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სიახლობეს არ გამოჩენილან.

„საგუშაგოს მოწყობა მიმდინარეობს, ოკუპანტები არც წუხელ და არც დღეს დილით გამოჩენილან. სოფელში სიმშვიდეა,მოსახლეობა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას და პანიკა არ არის,-„ აცხადებს ვაჟა ლომიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ულტიმატუმს არ აღიქვამს, როგორც ულტიმატუმს:

„ეს, ჩვენი აზრით, იყო უფრო ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმ ფორმატში, როდესაც პერიოდულად, სხვადასხვა დროს ემოციები ჭარბობს რაციონალურ მსჯელობას. საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი წადილი, რომ ეს პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს, მათ შორის ერგნეთის ფორმატში“ - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები