გორის მერის მოადგილედ პაკო ივანიშვილის კანდიდატურა განიხილება
,,პაკო ივანიშვილი არის თუ არა ერთ-ერთი კანდიდატი ამას არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ,“-გვითხრა მერმა. უკვე ერთი კვირაა რაც გორის მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია.

როგორც qartli.ge-ს კონსტანტინე თავზარშვილმა განუცხადა, სამი კანდიდატი ჰყავს შერჩეული, მათგან კი საუკეთესოს მომდევნო კვირას წარადგენს.

მერი არც უარყოფს და არც ადასტურებს qartli.ge-ს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი კანდიდატი პაკო ივანიშვილია.

„თქვენ რა იცით, რომ პაკო ივანიშვილის წარდგენას ვაპირებ? კიდე ორი კანდიდატია და მათგან საუკეთესოს წარვადგენ მომდევნო კვირაში.

პაკო ივანიშვილი არის თუ არა ერთ-ერთი კანდიდატი ამას არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ,“-გვითხრა მერმა.

პაკო ივანიშვილი წლების განმავლობაში წყალმომარაგების კომპანიაში, შიდა ქართლის სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზ მუშაობს.

ის საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

გორის მერის მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ეკა სუხიშვილი სამუშაოდ განათლების სამინისტროში გადავიდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები