,,ადრე თუ გვიან, ეს პოსტი ოსეთის იქნება" - ცხინვალელი ჟურნალისტი
ცხინვალის ტელევიზიის სპეციალურ რეპორტაჟში ჟურნალისტმა ალან თიბილოვმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან საგუშაგო ოსური გახდება. რეპორტაჟი მას შემდეგ გავიდა, როდესაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის პრეს-ტური მოაწყო.

დე-ფაქტო ხელისუფლების მთავარი საინფორმაციო გამოშვება გუშინ საღამოს ცხინვალის ტელევიზიის ეთერში გავიდა. რეპორტაჟის ავტორი აცხადებს, რომ ქართულ ბლოკსაგუშაგო უკანონოა და ის ოსეთს ეკუთვნის.

საგუშაგოს შესახებ ერგნეთში მოლაპარაკება დღესაც, 2 სექტემბერსაც მიმდინარეობს. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ სოფელ წნელისთან განთავსებული საგუშაგო იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს.

შეგახსენებთ, ერთ კვირაზე მეტია, საქართველოს ხელისუფლებამ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი საგუშაგო გახსნა. ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები პროტესტით შეხვდნენ და აღნიშნავენ, რომ ბლოკპოსტის ტერიტორია სოფელ წნელისს ეკუთვნის. წნელისი ოკუპირებულ ზნაურის რაიონში მდებარეობს.

საგუშაგოს შესახებ ტექნიკური მოლაპარაკება წნელისის სიახლოვეს, დანგრეულ შენობაში შედგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგუშაგოს თაობაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები