გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, სკოლის საუკეთესო დირექტორის
ჯილდოზე წარსადგენეად, 3 კანდიდატი წარადგინა.
მასწავლებელთა სახლში გორის მე-2, გორის მე-12 და ხურვალეთის საჯარო
სკოლების დირექტორთა მონაცემებს განიხილავენ.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ
სამივე პიროვნება იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რომლებსაც
მასწავლებელთა სახლში ითხოვენ:
,,თანამშრომლობის კულტურა, სასკოლო კულტურა, მოტივაცია, მათი
დირექტორობის პერიოდში სკოლის სასწავლო პროცესისა და ინფრასტრუქტურის
განვითარება. ასევე, როგორც ჩემთვის ცნობილია, კანდიდატების
სამოტივაციო წერილებიც უნდა განიხილონ" - აცხადებს ნანა
ტერმაკოზაშვილი.
საუკეთესო დირექტორის ჯილდოზე წარდგენილნი არიან: გიორგი ბერძნიშვილი
(გორის მე-2 სკოლა); რუსუდან ლომიძე (გორის მე-12 სკოლა) და იზა
წიქარიძე (ხურვალეთის საჯარო სკოლა).
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში ადგილი
ჰქონდა კონფლიქტურ სიტუაციებს და ის დღემდე გრძელდება. ამის შესახებ
ნანა ტერმაკოზაშვილი განმარტავს: ,,მაგ შემთხვევაში დირექტორი მართალი
იყო და არის".
იხ. ამავე თემაზე:
ხურვალეთის
სკოლაში დაძაბულობაა - მოქმედი პედაგოგი დირექტორის შესახებ
საუბრობს
ხურვალეთის
სკოლაში პედაგოგი დირექტორს ინფორმაციის დამალვაში
ადანაშაულებს
ხურვალეთის სკოლის დირექტორმა პედსაბჭოს სხდომა
მიუძღვნა მედიაში გამოქვეყნებულ
სტატიას
1. ფოტოზე: ნანა ტერმაკოზაშვილი, რუსუდან ლომიძე და გოირგი ბერძნიშვილი
2. ფოტოზე: ნანა ტერმაკოზაშვილი და იზა წიქარიძე
სტატიის გამოყენების პირობები