3 კომპანიის დაწუნების შემდეგ გორის 62 საბავშვო ბაღში ,,ხარებას" პურს დაარიგებენ
რამდენიმეთვიანი მცდელობის შემდეგ, საბოლოოდ, გორის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღისთვის პურის მიმწოდებელი კომპანია გაირკვა.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველა საბავშვო ბაღში შპს ,,ხარებას" საცხობის პროდუქციას დაურიგებენ.

ამის მიზეზად სააგენტო განმარტავს, რომ სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ორჯერ გამოაცხადა ტენდერი პურ-ფუნთუშეულის შესაძენად, რომლებიც არ შედგა.

საქმე იმაშია, რომ 2019 წლის 08 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება შ.პ.ს. რჩეული საცხობთან შეწყდა არაჯეროვანი შესრულების გამო და შ.პ.ს. რჩეული საცხობი შავ სიაშია. ამის შედგომ გავაფორმეთ ხელშეკრულება შ.პ.ს. დავითი-2011-თან, რომელიც ასევე შეწყდა არაჯეროვანი შესრულების გამო. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ: შ.პ.ს. ვ.ტ.-მ წერილით გვპასუხობს, რომ ვერ განახორციელებს პურის მიწოდებას. ამიტომ, იძულებული ვართ ხელშეკრულება გავაფორმოთ შპს ,,ხარებასთან" - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები