საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც აგარასთან ავარიისას
დაშავდა, ვერტფრენით თბილისში გადააფრინეს. ამის შესახებ ფოტოს
,,ქარელმედის" ადმინისტრაცია ავრცელებს.
პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
„გორმედის“ ქსელის, ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში,
პაციენტი შემოიყვანეს კომატოზური მდგომარეობით. მას
ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის
მაღალტექნოლოგიური კვლევები, გაეწია პირველადი
დახმარება და ჩატარებული რეანიმაციული
ღონისძიებების საფუძველზე მიღწეული სტაბილიზაციის
შემდგომ, გადაწყდა შემდგომი მკურნალობისთვის მისი
დედაქალაქში გადაყვანა. პაციენტის მდგომარეობა ამ
დრომდე უკიდურესად მძიმეა“, - განაცხადა „გორმედის“ ქსელის
რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით
ყაზაიშვილმა
qartli.ge
წერდა, რომ სატვირთო
ავტომანქანა (ტრაილერი) ეკიპაჟის მანქანას დაეჯახა. შემთხვვა
ხაშური-აგარას მონაკვეთზე მოხდა.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე
მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობას (საგზაო მოძრაობის წესების
დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია).
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მძღოლი ისჯება ჯარიმით ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის
უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
სტატიის გამოყენების პირობები