გორის თეატრი ახალ სეზონს იწყებს სპექტაკლით - ,,შეცვალე"
,,შეცვალე" - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლითაც გორის თეატრი ახალ სეზონს გახსნის.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თეატრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ახალი, 175-ე სეზონი 5 და 6 ოქტომბერს მესამე სივრცეში გაიხსნება.

რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა სპექტაკლს ალენა ივანიუშენკოს პიესის მიხედვით დგამს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები