გორში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვაზე
სამოქალაქო აქტივისტებს არ უშვებენ.
ამის მიზეზად სკამების ნაკლელობას ასახელებენ. მოძრაობა
,,სირცხვილიას" წარმომადგენლები დარბაზში შესვლას და დასწრებას
ითხოვენ.
ისინი აღნიშნავენ, რომ გორის უნივერსიტეტის დარბაზში შეკრებილი
საზოგადოების 95% საჯარო მოხელეებს წარმოადგენენ.
,,ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო განხილვაზე დაფიქსირდეს ჩვენი
აზრი. თუმცა, ხელისუფლებას განსხვავებული აზრის მოსმენა არ სურს" -
აცხადებენ ,,სირცხვილიას" წევრები.
მოძრაობა ,,სირცხვილია" მას შემდეგ გაძლიერდა, როდესაც 2019 წლის 20
ივნისს თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგი დაარბიეს.
ხელისუფლების განცხადებით, მომიტინგეები პარლამენტის შენობის აღებას
ცდილობდნენ.
მას შემდეგ, სირცხვილიას წევრები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ,
ჯერ შს მინისტრის, ახლა კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან.
იხ. ამავე თემაზე:
გორში
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა
დაიწყო
სტატიის გამოყენების პირობები