სსიპ ქალაქ გორის N5 საჯარო სკოლა მადლობას უხდის სააქციო საზოგადოება
,,არქმშენსტუდიო 2002-ის" გენერალურ დირექტორს - ალექსანდრე
მაკრახიძეს სკოლისთვის გაწეული დიდი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
ამის შესახებ განცხადებას სკოლის დირექტორმა ზურაბ ქარელმა
გაავრცელა.
მისი ხელმოწერით, წერილიც გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ სკოლის
სახურავი თავის დროს სწორედ ,,არქმშენსტუდია 2002"-მა ხელახლა
გააკეთა:
,,ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, რომ 2016 წელს უპასუხისმგებლო
მშენებლობის წყალობით, სკოლის სახურავი მეორე დღესვეე მიწას დაენარცხა
და ის თქვენ შეაკეთეთ" - აღნიშნავს ზურაბ ქარელი.
სკოლის დირექტორი სიამაყით აღნიშნავს, რომ დღეს ულამაზესი ღობე
ამშვენებს და უსაფრთხო ტროტუარი მიუყვება.
,,იმედს გამოვთქვამთ, რომ მერიის დაფინანსებით, მრავალი სიკეთით
დაამშვენებთ და გაალამაზებთ ჩვენს სკოლას" - სწერს სკოლის დირექტორი
ალექსანდრე მაკრახიძეს, პარლამენტარ იოსებ მაკრახიძის ძმას.

სტატიის გამოყენების პირობები