თავისუფალი სტილით მოჭიდავე გორელი გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს
ჩემპიონის ტიტული მესამედ დაისაკუთრა. ჩემპიონი უკვე საქართველოშია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას გულშემატკივრები დახვდნენ.
ფოტოებს გორის სპორტის განვითარების სააგენტოს პრეს-სამსახურია
ავრცელებს.
ჩემპიონატი ყაზახეთში მიმდინარეობდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო
პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ თურქ ტახა
აკგულს დაეჭიდა და დაამარცხა.
„სპორტის სააგენტოს თანამშრომლები სამარშუტო ტაქსით წავედით.
აეროპორტში იყვნენ სხვა გულშემატკივრებიც, მათ შორის გორის
მუნიციპალიტეტის მერის ორივე მოადგილე.
გენო უკვე საქართველოშია და მშობლიურ ქალაქში მოდის“- უთხრა
Qartli.ge-ს სპორტის განვითარების სააგენტოს პრეს-სამსახურმა ვასილ
ბალახაძემ.
სტატიის გამოყენების პირობები