ატენში ბილიკებისა და პარკინგის მოწყობა დაიწყო
ატენში, სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის, საპირფარეშოსი და საფეხმავლო ბილიკების მშენებლობა დაიწყო.

როგორც qartli.ge  წერდა, სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ფონდის თანხით, უძველეს მონასტერთან ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის იფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

პროექტის ფარგლებში, ავტოპარკინგი ეკლესიის ქვემოთ, დაახლოებით 400 - 500 მ-ის მოშორებით გაკეთდება.

იქვე იქნება საპირფარეშო, ხოლო სიონამდე მისვლა ქვეითებს სპეციალურად შექმნილი ბილიკით შეეძლებათ.





იხ. ამავე თემაზე:

ასეთი იქნება ატენის ბილიკები და პარკინგი
Print

სტატიის გამოყენების პირობები