ნიქოზის ამბულატორიაში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ემზადებიან
გინეკოლოგიური კიბოს დღესთან დაკავშირებით ნიქოზის ამბულატორიაში
ჩატარდა ლექცია თემაზე: "საშვილოსნოს ყელის კიბო და მისი
პრევენცია".
ამის შესახებ, ინფორმაციას ამბულატორიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,ყურადღება გამახვილდა პაპილომა ვირუსის ვაქცინაციაზე რომელიც უკვე
მსოფლიოში აპრობირებულია და საქართველოშიც ასახული იქნება გეგმიური
აცრების კალენდარში. ნიქოზის ამბულატორიის გინეკოლოგმა ნატალია
კერესელიძემ დაწვრილებით ისაუბრა აღნიშნული ვაქცინაციის
მნიშვნელობაზე." - აღნიშნავენ ამბულატორიაში.
მედპერსონალი იმედს იტოვებს, რომ მოსახლეობა გულისხმიერად მოეკიდება
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და აქტიური ჩართულობით
ხელს შეუწყობს მომავალი თაობის ჯანმრთელობას.
სტატიის გამოყენების პირობები