11-თვიანი გამოძიების შემდეგ მძღოლი დააკავეს
2019 წლის 23 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთთან მომხდარ ავარიის ფაქტზე ერთ-ერთი მანქანის მძღოლი დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროში დაუდასტურეს. აღკვეთის ღონისძიების შესახებ გორის სასამართლო იმსჯელებს.

ავარია 2018 წლის 28 ოქტომბერს მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს "ბე-ემ-ვეს“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა და "მინივენი“ შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა 3 მამაკაცი დაიღუპა. აქედან ორი ადგილზე, მესამე კი, საავადმყოფოში.

დაშავებული იყო კიდევ ორი ადამიანი.

პროკურატურამ ექსპერტიზების პასუხების შემდეგ, მძღოლს ბრალი დღეს წაუყენა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები