მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ.
მესაზღვრეებმა 19 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას
დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.
კომიტეტის სპიკერის, ეკატერინე ბიაზროვის განცხადებით, 19-დან 14 პირს
სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევაში დასდეს ბრალი, რაც იმას
ნიშნავს, რომ ისინი გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ, თუმცა რუსეთის მიერ
ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც დე-ფაქტო რესპუბლიკამ სასაზღვრო
რეჟიმის წესები დაარღვია, მოქალაქეებს უფლება არა აქვთ გადაადგილდნენ
შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე. ამ დოკუმენტაციას ,,კაგებე"
გასცემს.
რაც შეეხება დანარჩენ 5 მოქალაქეს, ბიაზროვის ცნობით, მათ ე.წ.
საზღვარი გადაკვეთეს.
”ნდივიდუალური პრევენციული ზომები იქნა მიღებული იმ პირების მიმართ,
რომელთაც ადრე ჩადენილი აქვთ დანაშაულები, და ასევე პოტენციური
დამნაშავეების მიმართ”, - ნათქვამია მოხსენებაში.
კომიტეტი განმარტავს, რომ ყოვლისმომცველი ზომები ხორციელდება სამხრეთ
ოსეთის სასაზღვრო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რუს
მესაზღვრეებთან ერთად.
სტატიის გამოყენების პირობები