გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავთან შესაძლოა ასფალტის საფარი
ჩაინგრეს. სასმელი წყლის მილიდან წყალი კვირაზე მეტია ჟონავს.
qartli.ge წერდა, რომ ასფალტიდან სასმელმა წყალმა ამოხეთქა, თუმცა
გორის მერია გადაწყვეტილების მიღებას ინფრასტრუქტურის სამინისტროდან
ელოდება.
ადმინისტრაციის ცნობით, სოფელ ხიდისთავთან სახელმწიფო მნიშვნელობის
გზა გადის, სადაც მერიის კომპეტენცია არ ვრცელდება.
აღანიშნავია, რომ აღნიშნულ გზაზე კარიერის მანქანები დიდი ხანია
მოძრაობს, ასევე, აღნიშნული გზა უფლისიციხის ისტორიულ ციხე-ქალაქამდე
მისასვლელ მონაკვეთს წარმოადგენს.
სტატიის გამოყენების პირობები