გორში მერიის მიერ ნარჩენების მართვის სფეროში განხორციელებულ აქტივობებს აფასებენ
მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ ნარჩენებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების პრეზენტაციას აწყობს. საკითხის საჯარო განხილვა გორის დემოკრატიის სკოლაში იმართება. მომხსენებლები კი ორგანიზაციის წარმომადგენლები, პროექტის ,,სუფთა გარემო ნარჩენების გარეშე“ ხელმძღვანელი ანა ჯებისაშვილი და კოორდინატორი ლელა მაზმიშვილი არიან.

პროექტისს ,,სუფთა გარემო ნარჩენების გარეშე“ , რომელსაც შიდა ქართლის რეგიონში „ქართლოსი“ ორგანიზაციასთან „ქართული მედია ჯგუფის“ პარტნიორობით ახორციელებს, მიზანია ნარჩენების მართვის ხარისხის გაუმჯობესება გორის მუნიციპალიტეტში, ნარჩენების მართვის გეგმის შესრულების მონიტორინგისა და გამოვლენილი პრობლემების მოგვარების ადვოკატირების გზით.

პროექტის ფარგლებში ნარჩენების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაცია ,,ქართლოსმა“ განახორციელა გორის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის შესრულების მონიტორინგი.

კერძოდ: მონიტორინგი ეხებოდა ნარჩენების მართვის 5 წლიან გეგმას ადგილობრივ დონეზე. მუნიციპალიტეტის ნარჩენების შეგროვებისა და გატანის წესს, 2018 -2019 წლების პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობებს ნარჩენების მართვის გეგმის მიხედვით.

პროექტის ფარგლებში ყოველივე აღნიშნული შესწავლილი და შედარებული იქნა ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასთან, ნარჩენების მართვის კოდექსთან და ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მე-6 კარის მე-3 თავთან, რომელიც ეხება გარემოს დაცვას; კვლევის ფარგლებში ჩატარდა რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა (მოეწყო ფოკუს ჯგუფები) და აღირიცხა არარეგისრირებული (სტიქიური) ნაგავსაყრელები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები