უფლისციხის გზაზე ტურისტების ავტობუსი თხრილში ჩავარდა
დღეს, გორი-უფლისციხის გზაზე, ტურისტების ავტობუსი იმ თხრილში ჩავარდა, სადაც სასმელი წყლის მილი გუშინ გამოცვალეს. სატრანსპორტო საშუალება სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით ამოიყვანეს.

ფოტო და ვიდეო ადგილობრივმა მცხოვრებმა გამოგვიგზავნა.

საქმე იმ ადგილს ეხება, სადაც 13 დღეა ასფალტის საფარის ქვეშ დაზიანებული მილიდან წყალი ჟონავდა. სამუშაოები 25 სექტემბერს დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, თხრილში მხოლოდ ქვიშა ჩაყარეს.





იხ. ამავე თემაზე

13 დღის შემდეგ ხიდისთავი-უფლისციხის გზაზე დაზიანებული მილის შეკეთება დაიწყეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები