17-წლის დედას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რეალურად მოიხდის 6 წელს
ფოტოზე: ბრალდებულის ყოფილი მეუღლე

გორის სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ 17-წლის დედას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, საიდანაც ბრალდებულად რეალურად 6 წელს მოიხდის. ამის მიზეზად მოსამართლემ ბავშვთა კონვენციის მუხლები მოიყვანა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს საღამოს მიიღო. ბრალდების მხარე განაჩენით კმაყოფილია, თუმცა მამის ოჯახის წევრები გასაჩივრებას აპირებენ.

პროკურატურის ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულია 2002 წელს დაბადებული მ.შ. . დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

თემის წარმომადგენლის, ზურაბ ქურასბედიანის ცნობით, 17-წლის გოგონა დაოჯახებული იყო და არ წარმოადგენდა სოციალურად დაუცველთა კატეგორიას.

იხ. ამავე თემაზე:

აღაიანში არასრულწლოვანთა ქორწინების ფაქტი გამოუძიებელია

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები