გორისციხის გალავნიდან მოზარდი გადმოვარდა
17-წლის მოზარდს, რომელიც გორისციხის გალავნიდან გადმოვარდა, სხეულის დაჟეჟილობები აღენიშნება. ამის შესახებ qartli.ge-ს გორმედის ექიმმა განუცხადა.

მისი თქმით, ბიჭის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოზარდმა მედპერსონალს განუცხადა, რომ ფეხი დაუცურდა.

ახალგაზრდა მამაკაცი ციხის დასათვალიერებლად მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

იხ. გაგრძელება:

,,მოზარდი, რომელიც გორისციხის გალავნიდან გადმოვარდა, გარეგანათებაზე მუშაობდა

Print

სტატიის გამოყენების პირობები