სააპელაციო სასამართლომ 8-წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა
8-წლის ნანიკო ბერუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს საღამოს მიიღო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასჯელის ათვლა 2018 წლის 26 ოქტომბრიდან დაიწყო.

ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს მოკლეს. იმავე ღამეს, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

საქმის არსებითი განხილვა გორში 6 თვე გაგრძელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები