მებრძოლები გორიდან რომლებიც 90-იან წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაიღუპნენ
13:05 / 27.09.2019
ეს ის სტენდია, სადაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის დროს
დაღუპულთა ფოტოებია გამოფენილი. მემორიალური დაფა სამხედრო
აღრიცხვის სამსახურის ფოიეშია გაკრული.
სტენდები დღეს 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს
გადავიღეთ.
გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ტრადიციულად,
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი
გვირგვინით შეამკეს, ომში დაღუპული მებრძოლები კიდევ ერთხელ გაიხსენეს
და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან შეიკრიბნენ საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანებიც.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი
13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის
დაცემით დასრულდა.
სტატიის გამოყენების პირობები