გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ყოველი წლის 27 სექტემბერს
,,სულთაობას’’ აღნიშნავენ. ამ დღეს, მაგალითად, ბერშუეთში
მიცვალებულთა საფლავზე გადიან.
მიცვალებულისთვის მიაქვთ ყვავილები, პურ-მარილი და ღვინო, რომლითაც
მისი სულის შესანდობარს ამბობენ. ითვლება რომ ეს ყველაფერი
გარდაცვლილის სულს მიუვა.
თუმცა, როგორც გორისა და ატენის ეპარქიაში აცხადებენ მართლმადიდებლური
კალენდარი მსგავს დღესასწაულს არ ცნობს და არც იციან ეს ტრადიცია
საიდან იღებს სათავეს.
,,ვერ გეტყვით, რას აღნიშნავენ სოფელში. ასეთ დღესასწაულს ჩვენ არ
ვიცნობთ" - გვითხრა გორის ეპარქიის მდივანმა დედა მარიამმა.
მართლმადიდებლური კალენდრით 27 სექტემბერს ჯვართამაღლება - მსოფლიო
ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა აღინიშნება.
ამ დღეს ერთდღიანი მარხვაა დაწესებული. მორწმუნენი ეკლესიაში
იკრიბებიან და სადღესასწაულო მსახურებას ესწრებიან.
ღამისთევის სადღესასწაულო მსახურება გორისა და ატენის მიტროპოლიტმა
ანდრიამ გორიჯვრის წმინდა გიორგის ტაძარში აღასრულა.
სტატიის გამოყენების პირობები