კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: ,,გორისციხეზე გარეგანათებას ჩვენ არ ვაკეთებდით"
კვლავ დაუდგენელი რჩება, თუ ვინ დაავალა მოზარდს გორისციხეზე გარეგანათების დამონტაჟება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრეს-სამსახურის ცნობით, გორისციხეზე გარეგანათების სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დავალებით არც ერთი კომპანია ახორციელებდა.

გამოძიება კი მიმდინარეობს, სწორედ, იმ კომპანიის და პიროვნების გამოსავლენად, ვინც 17-წლის მოზარდი დაასაქმა. ეს მოზარდი დაახლოებით 10 მ სიმაღლის გალავნიდან ჩამოვარდა.

მოზარდა ზედა კიდურებზე, სახისა და თავის არეში დაჟეჟილობები მიიღო. მკურნალობს ,,გორმედში". ექიმების განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გორში გარეგანათების სამუშაოების განხორციელება შპს ,,გორის კეთილმოწყობის სააგენტოს" აქვს დავალებული. ინციდენტის შემდეგ კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელს ბაჩანა გვიანიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც განაცხადა, რომ გორის ციხეზე გარეგანათების სამუშაოებს მერია და მისი დაქვემდებარებული ააიპ-ები არ ახორციელებენ.

იხ. ამავე თემაზე:


,,მოზარდი, რომელიც გორისციხის გალავნიდან გადმოვარდა, გარეგანათებაზე მუშაობდა"


Print

სტატიის გამოყენების პირობები