დღეს, გორში, ველომოყვარულეთა კლუბის წევრებმა მორიგი
მსვლელობა მოაწყეს. კლუბის წევრების მოთხვნაა, ქალაქში ველობილიკები
მოეწყოს.
აქციას შიდა ქართლის გუბერნატორი შეუერთდა. ამბობს, რომ მონაწილეობა
საკუთარი ველოსიპედით მიიღო.
ველომოყვარულთა კლუბის წარმომადგენელი, ლადო მიხანაშვილი აღნიშნავს,
რომ დიდი ხანია, ასეთმა აქციებმა, პერმანენტული ხასიათი მიიღო.
მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე კი, ყურადღებას მძღლების მიმართ
ამახვილებს:
,,მინდა მივმართო მძღოლებს, რომ პატივი სცენ ველოსიპედით
მოსარგებლეებს. არის შემთხვევები, როცა მძღოლები ველოსიპედით
მოსარგებლეებს გზას უთმობენ, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია.
შეხედეთ, რამდენი ადამიანი გამოსული. აი, ეს უკვე ყველაფრის მთქმელია"
- გვითხრა მერაბ ჭანკოტაძემ.
შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ერთ
წელიწადში, გორში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, ველობილიკი იქნება
მოწყობილი.
სტატიის გამოყენების პირობები