უფლისციხის გზაზე თხრილთან გამაფრთხილებელი ნიშანი არ დგას
ორი დღეა ასე გამოიყურება გორი-უფლისციხის გზის ის მონაკვეთი, სადაც სასმელი წყლის მილი გამოცვალეს.

ხიდისთავის გასასვლელში გამაფრთხილებელი ნიშნები არ დგას.  26 სექტემბერს ტურისტების ავტობუსი ამ თხრილში ჩავარდა კიდეც.

2019 წლის 12 სექტემბერს ასფალტის საფარის ქვეშ მილი დაზიანდა და წყალმა ამოხეთქა, რომელმაც 13 დღე იდინა.

25 სექტემბერს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ თხრილი მხოლოდ ქვიშით ამოავსეს.

ამ დრომდე, დაზიანებულ მონაკვეთზე გამაფრთხილებელი ნიშანი არ დგას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები