კასპის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახური ძალადობის ფაქტზე
მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა წუხელ სოფელ ოკამში მოხდა.
დანაშაულის შესახებ პოლიციას დაზარალებულმა ქალბატონმა აცნობა,
რომელიც ბრალდებულის მეუღლეა.
56-წლის კაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,151-ე
და 126-ე პრიმა მუხლით წაუყენეს (ოჯახში ჩადენილი დანაშაული, მუქარა
და ძალადობა).
პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მამაკაცის დაპატიმრება
მოითხოვა.
სტატიის გამოყენების პირობები