ევროკავშირის მისიის ორგანიზებით გორში მარათონი გაიმართა
გორში ჩატარებულ გარბენში სხვადასხვა ასაკის ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეებმა დაახლოებით 5 კმ მანძილი გაირბინეს.

შეჯიბრება ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

მარათონის მონაწილეებმა სტარტი კულტურის პარკ ,,ახალბაღიდან" აიღეს და გაიარეს გურამიშვილის, თამარ მეფის, სტალინის, ფარნავაზისა და აღმაშენებლის ქუჩები.

გამარჯვებული მონაწილეები მოპოვებული საპრიზო ადგილების გათვალისწინებით 300, 200 და 100 ლარით დასაჩუქრდნენ.

ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით ტარდება.

საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს გასულ წელს შეუერთდა. “ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #BeActive) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები