გორის მარათონში გამარჯვებულებისთვის ფულადი პრიზების გადასაცემად
პარლამენტარმა იოსებ მაკრახიძემ 1200 ლარი გამოყო. ამის შესახებ
დაჯილდოების ცერემონიალზე გორის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის
განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა ლიკა შამუგიამ განაცხადა.
პირველ და მესამე ადგილებზე გასულ გოგონებსა და ვაჟებს თანხა შემდეგი
ოდენობით გადაეცა: I ადგილი - 300 ლარი, II ადგილი - 200 ლარი, III
ადგილი - 100 ლარი. ადგილები გოგონებმა და ვაჟებმა ცალ-ცალკე
გადაინაწილეს.
პრიზები დააწესა ასევე რესტორანმა ,,ბლექ-სთარმა", სადაც
გამარჯვებულებს უფასო სადილი ელით. გამარჯვებულები დააჯილდოვა ასევე,
სილამაზის სალონებმა: ,,ვიპ სალონმა", ,,გოლდმა" და ,,ბიუთი
ართმა", ვაუჩერებით.
გორში ჩატარებულ გარბენში სხვადასხვა ასაკის ადამიანებმა მიიღეს
მონაწილეობა. მონაწილეებმა დაახლოებით 5 კმ მანძილი გაირბინეს.
შეჯიბრება ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
მარათონის მონაწილეებმა სტარტი კულტურის პარკ ,,ახალბაღიდან" აიღეს და
გაიარეს გურამიშვილის, თამარ მეფის, სტალინის, ფარნავაზისა და
აღმაშენებლის ქუჩები.
გამარჯვებული მონაწილეები მოპოვებული საპრიზო ადგილების
გათვალისწინებით 300, 200 და 100 ლარით დასაჩუქრდნენ.
ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით ტარდება.
საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს გასულ წელს შეუერთდა. “ევროპის
სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #BeActive) ევროკომისიის
ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს
სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას.
სტატიის გამოყენების პირობები