გორისციხე ვერცხლისფრად გაანათეს
გორის ციხეზე გარეგანათების მონტაჟი დაასრულეს და გალავნის კედლები ვერცხლისფრად გაანათეს. მერიას ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

სწორედ, ამ სამუშაოების დროს,  17-წლის მოზარდი ჩამოვარდა გალავნიდან. ახალგაზრდა ბიჭს ფეხი დაუცდა და დაახლოებით 10 მ სიმაღლიდან დაგორდა.

ვინ დაასაქმა არასრულწლოვანი მოზარდი, ამას გამოძიება ადგენს. ასევე, ვინ აგებს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, პასუხს, დაცვის პოლიცია თუ გარეგანათების დამკვეთნი, ამასაც გამოძიება დაადგენს.

გორის მერია აცხადებს, რომ გარეგანათებას ადგილობრივი ხელისუფლება არ ამონტაჟებს, იგივე გორის ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" დირექტორი აცხადებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრეს-სამსახურიც პროცესში მონაწილეობას უარყოფს.

რაც შეეხება დაზარალებულ ბიჭს, ,,გორმედში"განაცხადეს, რომ მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილია. დაზიანებები მან სახისა და თავის არეში, ასევე, ზედა კიდურზე მიიღო.

პ.ს. 2017 წელს გორისციხე მწვანე ფერებით იყო განათებული. გორის მაშინდელი მერი აცხადებდა, რომ გალავანი ევროკავშირის ფერებით იყო გაბრწყინებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები