შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, სოციალურ ქსელ
„facebook“-ზე, ადმინისტრაციის ოფიციალური გვერდის პოპულარიზაცია
გადაწყვიტა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ხოჯევანიშვილმა
გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
სარეკლამო თანხა ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. რეკლამის
ერთჯერადი ღირებულება 150 ლარს შეადგენს.
,,მიზანშეწონილია ადმინისტრაციის საქმიანობის რეკლამირება სოციალურ
ქსელის „facebook"-ის მეშვეობით. ვინაიდან საქართველოსა და მსოფლიო
მასშტაბით, მათ შორის შიდა ქართლის რეგიონში, აღნიშნული სოციალური
ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა მნიშველოვნად აღემატება სხვა
სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობას, რაც თავის მხრივ
უზრუნველყოფს ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული
ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საზოგადოებისათვის და სამიზნე
ჯგუფებისათვის." - აღნიშნავს გუბერნატორი დღევანდელ ბრძანებაში.
გუბერნატორის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ საჭიროა ადმინისტრაციის
გვერდის გამომწერთა რაოდენობის ზრდა, ასევე, სამიზნე აუდიტორია
მაქსიმალური სიზუსტით გაფილტვრას საჭიროებს, შესარჩევია ინფორმაციის
განთავსებისათვის ყველაზე ხელსაყრელი დრო და სივრცე.
,,ამდენად, ვინაიდან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი წარმოადგენს
განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ელემენტს შემსყიდველისათვის, რათა
მაქსიმალურად იქნას მიღწეული სარეკლამო/საინფორმაციო კამპანიის
მიზნები და ამოცანები, სოციალური ქსელის მეშვეობით სარეკლამო
მომსახურების გაწევის ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონედ უნდა
მივიჩნიოთ „facebook“." - აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.
გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად 2018 წლის 20
აგვისტოს დაინიშნა. ის მანამდე ბიზნესში იყო და Qარტლი.გე-ს მიერ
მოკვლელი მასალებით დგინდება, რომ მას პარტნიორები ჰყავდა რუსეთში,
ხოლო ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანია სოფლის მეურნეობის პროდუქტებს,
სწორედ, რუსეთში გზავნიდა.
იხ. ამავე თემაზე:
ხოჯევანიშვილის ,,მწვანე ბარათები" რუსეთის
ბაზარზე
სტატიის გამოყენების პირობები