გორში, მოქალაქემ 4 თვის წინ, 4-თვის ლეკვი დაკარგა. დღეს ის სოფელ
ტინისხიდში კასტრირებული ნახეს.
მფლობელი გახარებულია, თუმცა ჯიშიან ძაღლი ვეღარ გამრავლდება.
,,სხვადასხვა სოციალურ ქსელში არაერთი განცხადება გამოვაქვეყნეთ, რომ
დაკარგული იყო ლაიკა. საბედნიეროდ, სოფელ ტინისხიდთან იპოვეს. ლეკვს
ყურზე ე.წ. ბირკა აქვს დადებული. თავშესაფარში ყოლიათ და კასტრაცია
ჩაუტარეს" - გვითხრა ძაღლის მეპატრონემ.
ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი აცხადებს, რომ ,,ლაიკას" შესახებ
ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა დაკარგვისთანავე:
,,ინფორმაცია ისეთ ჯგუფებში დაიდო, სადაც ცხოველთა დამცველებიც არიან
და ნებისმიერი ინფორმაცია ძაღლების თაობაზე ვრცელდება. მე ვფიქრობ,
როდესაც საქმე გვაქვს ჯიშიან ძაღლებთან, თავშესაფრის წარმომადგენლები
ვალდებულნი არიან პატრონი მოიკითხონ" - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები