უფლისციხის გზაზე თხრილი ვერ ამოავსეს - გავიდა 19 დღე
გორი-უფლისციხის გზაზე თხრილი ისევ ამოსავსებია. სოფელ ხიდისთავთან ავტომანქანებს წინ მოულოდნელი ბარიერი ხვდებათ.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ ეს გზა მათი საკუთრება არაა და მის შესაკეთებლად პასუხისმგებლობას იხსნიან. ამ თხრილში ავტობუსიც ჩავარდა.

2019/09/26/75cb1040dd378544c28041778d8ab3ef.jpeg" border="0">

2019 წლის 12 სექტემბერს, ასფალტის საფარის ქვეშ წყლის მილი გასკდა, საიდანაც წყალმა 26 სექტემბრამდე იდინა. 26 სექტემბერს წყლის მილი გამოცვალეს, თუმცა ასფალტის საფარი ღია დატოვეს.

27 სექტემბერს თხრილში ტურისტების ავტობუსი ჩავარდა.

იხ. ამავე თემაზე:

უფლისციხის გზაზე თხრილთან გამაფრთხილებელი ნიშანი არ დგას

უფლისციხის გზაზე ტურისტების ავტობუსი თხრილში ჩავარდა

13 დღის შემდეგ ხიდისთავი-უფლისციხის გზაზე დაზიანებული მილის შეკეთება დაიწყეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები