მამუკა ხაზარაძის კოტეჯს გუგუტიანთკარში სხვა ოჯახი მიიღებს
მოძრაობა ,,ლელოს" წარმომადგენლების მიერ გორში ჩამოტანილ კოტეჯს გუგუტიანთკარში მცხოვრები სხვა ოჯახი მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის წარმომადგენელმა, რაზმაძეების ოჯახთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, მიიღო.

გივი რაზმაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების არარსებობის გამო, გუგუტიანთკარში ცხოვრება აღარ სურთ და გორში აპირებენ დარჩენას. მოძრაობა ,,ლელოს" წარმომადგენლების მიზანია, რომ კოტეჯი გამყოფ ხაზის მიმდებარე სოფელში დაიდგას

,,ჩვენი მიზანია, რომ კოტეჯი აუცილებლად საოკუპაციო ხაზთან დაიდგას, შესაბამისად, მოვძებნით სხვა ოჯახს, რომელიც ამ დახმარებას მიიღებს" - განაცხადეს ლელოს წარმომადგენლებმა.

დღეს, დილით, თიბისი ბანკის დამფუძნებლის, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურმა მოძრაობამ ,,ლელომ" გორში საცხოვრებელი სახლის მასალები ჩაიტანა და გორის მერიასთან მიიტანა. მერიასთან მათ, გარდა ჟურნალისტებისა, არავინ დახვდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები