გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში ორი შადრევანი ამუშავდება. ამის
შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმიდან აცნობეს.
ადმინისტრციის ცნობით, ავზების ამოქმედებისთვის დაახლოებით 30 000
ლარი იხარჯება. ეს შადრევნები საბჭოთა ბელადის საცხოვრებელი სახლის
გვერდით მდებარეობს.
,,ვინაიდან მუზეუმი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ადგილს
ტურისტებისთვის, აუცილებელია სამუშაოების შესრულების ეტაპზე ხელი არ
შეეშალოს ეკსკურსიებს, დელეგაციებს და ა.შ. ქვის დამუშავების
სამუშაოების შესრულება ხორციელდება საღამოს 6 საათის შემდეგ" -
აღნიშნავენ მუზეუმში.
სტატიის გამოყენების პირობები