8 თვეში გამყოფ ხაზთან დაკავებულ 205 ადამიანიდან ე.წ. საზღვარი მხოლოდ 61-მა ,,გადაკვეთა"
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე, საქართველოს 61 მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (სუს) აცნობეს. ჯარიმის გადახდის შემდეგ, ერგნეთის ნეიტრალურ ზონაში ისინი საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს.

რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, როგორც ირკვევა, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ცნობით კი, 2019 წლის 1 თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმისა და საზღვრის დარღვევის ბრალდებით, სულ 205-ია დაკავებული. შეირგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ დე-ფაქტო რეჟიმი საფრთხეს ძირითადად იმ მოსახლეობას უქმნის, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლა სურთ.

ოსური სააგენტო ,,რეს"-ის მიერ გავრცელებულ ცნობებში აღნიშნულია, რომ მაგალითად: 2019 წლის თებერვალში დაკავებულია 31; მარტში - 45; აპრილში - 63; ივლისში - 46; აგვისტო-სექტემბერში - 19, რაც ჯამურად 205-ია.

ამ მონაცემში ანვარსა და მაისში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ შედის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები