გორი-ნიქოზის გადასარბენზე მატარებელი მანქანას დაეჯახა
ერთადერთი მატარებელი, რომელიც გორი-ნიქოზის რკინიგზის გადასარბენზე მოძრაობს, მანქანას დაეჯახა.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითთან მოხდა. მანქანა ხილით იყო დატვირთული და მძღოლი, გორში, ბაზარში მიდიოდა.

პოლიციამ მანქანის მძღოლი დააჯარიმა - 200 ლარით. აღნიშნულ მონაკვეთზე, დაზიანებული ლიანდაგების გამო, მატარებელი ნელა მოძრაობს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები