შიდა ქართლში ,,ღვინის გზას" კიდევ 3 მარანი დაემატება
შიდა ქართლში არსებულ მარნებს კიდევ 3 მარანი დაემატება. ამის აღმნიშვნელი ახალი წარწერები ამ ეტაპზე კასპის მუნიციპალიტეტში გაჩნდება.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პრეტენზია 3-მა კანდიდატმა გამოთქვა: ესენია: ირაკლი კეჟრიშვილი, გიორგი მალაციძე და თამაზ აბულაძე. ამათგან პირველი ორი კანდიდატი სოფელ გარიყულაშია.

მარნის კანდიდატებთან ვიზიტს სწორედ სააგენტოს წარმომადგენლები გეგმავენ:

,,საქართველოს მასშტაბით „ღვინის გზის“ პროექტის კვლევაში კიდევ 70 მარანი ჩაერთვება. კვლევის ფარგლებში მოხდება მარნების დათვალიერება-ინსპექტირება, ობიექტების მეპატრონეების მიერ ადმინისტრაციასთან შეთანხმებული ანკეტის შევსება, სადაც საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად ასევე მოცემული იქნება ობიექტების ზოგადი აღწერა და აქ ხელმისაწვდომი სერვისები, ასევე ობიექტის ამსახველი დეტალური ფოტო-მასალის წარმოდგენა, როგორც ეზო კარმიდამოსი, ასევე მარნის, სადეგუსტაციო სივრცის, ჭურჭლის და სანიტარული კვანძების" - აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები