ახალუბანში ტურა ორმოში ჩავარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში ტურა ორმოში ჩავარდა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

დახმარებისთვის ცხოველთა დამცველს ირმა მთიულიშვილს მიმართეს. ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სოფელში არ ასულან.

მოსახლეობის თქმით, ისინი გარეულ ცხოველს ვერ ეკარებიან. ორმო ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ეზოშია გათხრილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები